გიტანას ნაუსედა - პრაღაში ძალიან კარგი შეხვედრა იყო, აღტაცებული ვარ, როდესაც ერთ მაგიდასთან ვხედავთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც წარსულში კომპრომისის მოძიება უჭირდათ
აღტაცებული ვარ, როდესაც ერთ მაგიდასთან ვხედავთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც კომპრომისის მოძიება უჭირდათ წარსულში, – აღნიშნული განცხადება ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ პრაღაში მიმდინარე ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის წინ გააკეთა.
„პრაღაში ძალიან კარგი შეხვედრა იყო. აღტაცებული ვარ, როდესაც ერთ მაგიდასთან ვხედავთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც წარსულში კომპრომისის მოძიება უჭირდათ. გუშინ მე ვნახე კეთილი ნება, რომელიც მსჯელობას და კომპრომისების მოძიებას გულისხმობს. იმედი მაქვს, ძალისხმევა გაგრძელდება. ყველაფერი იქნება კარგად“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.
პრაღაში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრაზე უკრიანის დახმარებისა და ევროპაში ენერგეტიული კრიზისის დაძლევის გზების საკითხები განიხილება.