ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, ნატო-ს სამიტი უკრაინელებს იმედს არ გაუცრუებს.
ნაუსედა იმედოვნებს, რომ ვილნიუსის სამიტზე ჩასული უკრაინის პრეზიდენტი „აუცილებლად მიიღებს ბევრ რამეს, თუმცა შესაძლოა, არა ყველაფერს, რასაც ელოდება თავისი გეგმების მაქსიმუმიდან“.
„მაქვს შეგრძნება, რომ ჩვენ ვიპოვით იმ ფორმულირებას, რომელიც იმედებს არ გაუცრუებს უკრაინელებს და იტყვის იმაზე მეტს, ვიდრე მივეჩვიეთ გაჟღერებას“, – აცხადებს ნაუსედა.
პრეზიდენტის თქმით, წარმატება იქნება, თუ სამიტის მონაწილეები წელს იტყვიან იმაზე მეტს, ვიდრე ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე ითქვა. გიტანას ნაუსედა ასევე აღნიშნავს, რომ ცალკეული სახელმწიფოები ვილნიუსში მხარდაჭერის დამატებითი პაკეტებით ჩავლენ.