გიტანას ნაუსედა - ჩემმა მეგობრებმა საქართველოდან ბევრი გააკეთეს რეფორმების შესასრულებლად, ამჟამად ჩვენ გვაქვს პოლიტიკური სიტუაცია, როდესაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები
გიტანას ნაუსედა - ჩემმა მეგობრებმა საქართველოდან ბევრი გააკეთეს რეფორმების შესასრულებლად, ამჟამად ჩვენ გვაქვს პოლიტიკური სიტუაცია, როდესაც უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები

თუკი ჩვენ ბოროტად გამოვიყენებთ ერთსულოვნების პრინციპს, გაჩნდება სულ უფრო მეტი ხმა, რომელიც დასვას შეკითხვას, თუ რატომ ვიღებთ გადაწყვეტილებებს კონსენსუსის საფუძველზე, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ევროკავშირის სამიტის დაწყების წინ განაცხადა.

„მოუთმენლად ველდოები დღევანდელ დისკუსიას. ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით ძალიან გაბედული გადაწყვეტილებების მიღების ისტორიული შანსი. ჩვენს ხელშია, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს შანსი ან ხელიდან გავუშვათ ის. ჩემი ქვეყნის პოზიცია ძალიან მტკიცეა. თქვენ იცით, რომ ჩვენ მათი მხარდამჭერები ვართ პირველი დღიდან. ვფიქრობ უკრაინელი და მოლოდველი ხალხი იმსახურებს პოზიტიურ შედეგებს, რადგან მათ ამხელა ძალისმხევა ჩადეს ევროკომისიის რეკომდნაციების შესასრულებლად. შევძლებთ თუ არა ამ პოზიტიური შედეგების მიღებას და გადაწყვეტილებების მიღებას, დღეს ვნახავთ. თუმცა ჩემი სათქმელია, რომ თუკი ჩვენ ბოროტად გამოვიყენებთ ერთსულოვნების პრინციპს, გაჩნდება სულ უფრო მეტი ხმა, რომელიც დასვას შეკითხვას, თუ რატომ ვიღებთ გადაწყვეტილებებს კონსენსუსის საფუძველზე.  ჩემი ქვეყნისთის სარგებელს იღებს ერთსულოვნების პრინციპიდან, რადგან ის არის პატარა ქვეყანა, როგორც მაგალითად უნგრეთი. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პრინციპის შენარჩუნება, თუმცა ის არ უნდა იქნას ბოროტად გამოყნებული და საჭიროა მისი სწორად და სამართლიანად გამოყენება“, – აღნიშნა ნაუსედამ.

მისივე თქმით, საქართველომ ბევრი გააკეთა რეფორმების მიმართულებით.

„სხვა ქვეყნებიც ელოდებიან გადაწყვეტილებებს. ჩემმა მეგობრებმა საქართველოდან ნამდვილად ბევრი გააკეთეს რეფორმების შესასრულებლად. დიახ, ყოველთვის არის საკითხები, რომელთა განხილვაც მომავალში შესაძლებელია. თუმცა, ამჟამად ჩვენ გვაქვს პოლიტიკური სიტუაცია, როდესაც ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, გადაწყვეტილებები არა მხოლოდ უკრაინასა და მოლოდვასთან დაკავშირებით, არამედ საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით. ჩემთვის კითხვები და პასუხები ძალიან მარტივია. ჩემმა ქვეყანამ ძალიან დიდი სარგებელი მიიღო ევროკავშირისს წევრობისგან – სწრაფი ეკონომიკური განვითარებით, ინოვაციებით, მწვანე ინვრსტიციებით, მშპ-ის ზრდით. ასე რომ, ჩემი შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში – ევროკავშირის გარეთ მცხოვრები ხალხი რატომ არ უნდა იმსახურებდეს იმავეს – ნორმალურ ცხოვრებას, კეთილდღეობას, კანონის უზენაესობას და ა.შ.?“, – განაცხადა ნაუსედამ.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის შესახებ დასმულ კითხვაზე ნაუსედამ განაცხადა, რომ ორბანზე საუბარი არ სურს და იმედი გამოთქვა, რომ ლიდერები დისკუსიის დროს არგუმენტებს იპოვიან.

„მე არ მინდა, ვისაუბრო ბატონ ორბანზე. უკვე ვთქვი, რაც უნდოდათ. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი დისკუსიის დროს ვიპოვით არგუმენტებს. თუმცა, თუ ზოგიერთი არ მოუსმენს ამ არგუმენტებს, მაშინ სიტუაცია ძალიან რთული გახდება“, – აღნიშნა ნაუსედამ.