„გირჩის“ ინფორმაციით, მარიხუანას ე.წ. ფესტივალზე დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლეს
„გირჩის“ ინფორმაციით, მარიხუანას ე.წ. ფესტივალზე დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლეს

„გირჩის“ ინფორმაციით, მარიხუანას ე.წ. ფესტივალზე დაკავებული თერთმეტივე პირი თავისუფალია.

„დადგა მომენტი, როცა ყველანი თავისუფლები ვართ. რამდენიმე წუთის წინ საპატიმრო დატოვეს აჩო ხაჩიძემ და დავით გაბუნიამ.

მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დღეს ყველანი საკუთარ სახლებში დავიძინებთ“, – აღნიშნულია „გირჩის“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

რამდენიმე საათის წინ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო დატოვა „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ.