„გირჩი“ - სასწრაფოდ ყველა ორგანიზატორი ერთად უნდა შეიკრიბოს და საჯაროდ, ლაივში დაიწყოს მომდევნო ნაბიჯების დაგეგმვა
„გირჩი“ - სასწრაფოდ ყველა ორგანიზატორი ერთად უნდა შეიკრიბოს და საჯაროდ, ლაივში დაიწყოს მომდევნო ნაბიჯების დაგეგმვა

რა უნდა ვქნათ? დაუშვებელი აბსურდია, ამხელა აქციის ორგანიზატორები იმალებოდნენ და კულუარულად იღებდნენ გადაწყვეტილებას; დაუშვებელი აბსურდია, პოლიტიკური აქცია პოლიტიკოსების და პოლიტიკური ლოზუნგების გარეშე ტარდებოდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სასწრაფოდ ყველა ორგანიზატორი ერთად უნდა შეიკრიბოს და საჯაროდ, ლაივში დაიწყოს მომდევნო ნაბიჯების დაგეგმვა.

„გასაგები და ცხადი უნდა იყოს, თუ ვინ აორგანიზებს და აფინანსებს კონკრეტულ აქტივობას (ეს სუს-მა მაინც იცის და გამოდის, რომ მხოლოდ ხალხს ვუმალავთ). მოვრჩეთ ტყუილების ბოდვას, რომ აქციას არავინ აორგანიზებს, ხალხი მხოლოდ თავისით მოქმედებს და ა.შ. ამას არავინ ჭამს, რადგან, მინიმუმ, რამდენიმე ათეულათასიანი აპარატურა და სცენა დგას. წინასწარ უნდა გაირჩეს და ხალხთან შეთანხმდეს, თუ ვინ გამოდის ტრიბუნაზე. უნდა ჩამოყალიბდეს, ზუსტად რა პოლიტიკური მიზანი აქვს მიტინგს, რადგან „გაიწვიეთ კანონი“ საკმარისი არაა (ამ კანონის მერე მთავრობა უკეთესი ხომ არ გახდება?!). გასაგები და ცხადი უნდა იყოს, თუ რა არის გეგმა, მათ შორის იმ შემთხვევაში, როცა/თუ კანონი მიღებული იქნება. მოვუწოდებთ ყველა ორგანიზატორს და მედიას, გახსენით კარი საუბრისათვის, საჯაროდ და ხალხთან ერთად დავიწყოთ პროტესტის ორგანიზება, მართვა და მასზე ერთობლივი პასუხისმგებლობის აღება“, – ნათქვამია განცხადებაში.