„გირჩი“ გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს 2007 წლამდე და მას შემდეგ მათ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში რეგისტრაციის საშუალება მიეცეთ
„გირჩი“ გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს 2007 წლამდე და მას შემდეგ მათ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში რეგისტრაციის საშუალება მიეცეთ

„გირჩი“ გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს მიეცეთ საშუალება, 2007 წლამდე და მას შემდეგ მათ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში რეგისტრაცია მოახდინონ.

ამ მიზნით „გირჩმა“ შესაბამისი ცვლილებები უკვე მოამზადა, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.

„გირჩის“ განმარტებით, 2007 წლის შემდეგ თვითნებურად დაკავებულ ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ფიზიკური და იურიდიული პირები ვერ ახდენენ საკუთრების რეგისტრაციას.

„ცვლილების მიზანია, პირებს მივცეთ საშუალება, საკუთრებაში დაირეგისტრირონ ის მიწის ნაკვეთები, რომლებსაც ფლობენ. მოქმედი კანონის თანახმად, იურიდიულ პირებს 2012 წლის 1-ელი იანვრიდან ჩამოერთვათ საკუთრების უფლების აღიარება, თუ მათ მართლზომიერ მფლობელობაში ან თვითნებურად ჰქონდათ დაკავებული მიწა. სამწუხაროდ, მართლზომიერ მფლობელობაში არსებობის შემთხვევაშიც სამინისტრო უარს ეუბნებოდა მფლობელს საკუთრების რეგისტრაციაზე, სასამართლოს პრაქტიკის თანახმად კი, სამინისტროს გადაწყვეტილება უცვლელად რჩებოდა ძალაში. იურიდიული პირები, რომლებიც კონკრეტულ ნაკვეთს ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-90-იანი წლებიდან ფლობენ, თუმცა საკუთრებაში რეგისტრაციაზე უარი მიიღეს, ამ ცვლილების საფუძველზე შეძლებენ, მესაკუთრეები გახდნენ“, – განმარტავს „გირჩი“.