„გირჩი“ „ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახურებს მონანიებას და მსახურებიდან გასვლას 50 ლარად სთავაზობს
„ბიბლიური თავისუფლება“ მღვდელმსახურებს მონანიების საშუალებას აძლევს, – ამის შესახებ „გირჩის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„გირჩის“ მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლება“ საკუთარ მღვდელმსახურებს მონანიებისა და ეკლესიის მსახურებიდან გასვლის შესაძლებლობას აძლევს.
მღვდელმსახურის სტატუსის გასაუქმებლად, „ბიბლიური თავისუფლების“ წევრები „გირჩის“ ოფისში, ბესიკის 4-ში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 14:00-დან 17:00 საათამდე უნდა მოვიდეს.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია – პირადობის მოწმობა, გაცემული მოწმობა, მისი ასლი ან კურთხევის საფასური.
მონანიების საფასური: 50 ლარი“, – აცხადებენ „გირჩში“.
„გირჩმა“ „ბიბლიური თავისუფლება“ ორი წლის წინ, ახალგაზრდების სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან გასათავისუფლებლად დააფუძნა. ამ დროისთვის, რელიგიურ ორგანიზაციას 30 ათასამდე მღვდელმსახური ჰყავს.