გიორგიწმინდის დასახლებაში, აღმაშენებლის ქუჩაზე კომპლექსური სამუშაოები ჩატარდა.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ დასახლებაში ამორტიზებული წყალარინების ქსელის მოწყობა 330 გრძივ მეტრზე განხორციელდა.
სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო მილხიდი და ამ ეტაპზე, გზის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს. ასფალტის საფარი დაახლოებით, 3 400 კვ.მ ფართობზე იგება.
სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ოთარ გრიგოლიასთან ერთად გაეცნო. სამუშაოებს შპს „გია კონსტრაქშენი“ ახორციელებს.