გიორგი წოწკოლაური - თიანეთის ადმინისტრაციული ერთეულების თანამშრომლები სამი თვეა გათბობის გარეშე მუშაობენ
თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი წოწკოლაურის ინფორმაციით, თიანეთის ადმინისტრაციული ერთეულების თანამშრომლებს სამი თვეა გათბობის გარეშე უწევთ მუშაობა.
„თიანეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში თანამშრომლებს შეშისა და გათბობის გარეშე, არაადამიანურ პირობებში უწევთ მუშაობა. ახალი მერი ნოემბერში მოვიდა. მას შეეძლო ორი დღის ვადაშიც მოეხდინა შეშის შესყიდვა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისთვის ნორმალური პირობების შექმნა. თუმცა თამაზ მეჭიაურმა ეს არ გააკეთა”,- განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა.
თიანეთის საკრებულოს თავმჯდომარე სახალხო დამცველს მიმართავს, განახორციელოს მონიტორინგი საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 56-ე მუხლის (მოხელისთვის უსაფრთხო და აუცილებელი სამუშაო პირობების შექმნა) თიანეთში მასობრივად დარღვევის ფაქტებისა და დისკრიმინაციის ნიშნების შემცველი ქმედების აღმოფხვრისთვის.