გიორგი ვაშაძის ინფორმაციას, თითქოს გლდანში თანხებს არიგებენ, „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებელი უარყოფს
გლდანის N82-ე და N83-ე უბნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ.
უბნების კომისიის თავმჯდომარეების თქმით, მათ ავტომობილი, რომელზეც გიორგი ვაშაძე ბრიფინგზე საუბრობდა, არ შეუნიშნავთ და შესაბამისად, არც ამომრჩევლების მოსყიდვის ფაქტზე ფლობენ ინფორმაციას.
მომხდარს უარყოფს 83-ე უბნის დამკვირვებელიც „ნაციონალური მოძრაობიდან“.
გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელმა გიორიგ ვაშაძემ დღეს განაცხადა, რომ გლდანის N82 და N83-ე უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე დგას BMW-ს მარკის, ლურჯი ფერის ავტომობილი, საიდანაც თანხების დარიგება ხდება.