გიორგი ვაშაძეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას წყალი შეასხეს [ვიდეო]

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წყალი შეასხეს.

გიორგი ვაშაძე სიტყვით გამოდიოდა, რა დროსაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირმა ზავრადაშვილმა წყალი შეასხა.

„ყოჩაღ, მადლობა. ბრავო, აი, ეგ ხართ. არა უშავს. ეს არის ველურობამდე მისული მოღალატეების გზა. ეს არის ის ღალატის გზა, რომელსაც თქვენ, ყველანი ადგახართ. მერწმუნეთ, ეს წყალი მე არაფერს მიზამს, არც ქართველ ხალხს არაფერს უზამს თქვენ მიერ ღალატის არჩეული გზა. ერთიან და ძლიერ საქართველოს ვერასდროს დააჩოქებს ვერცერთი ბოროტი, რაც არ უნდა მდიდარი იყოს ადამიანი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვა მიმდინარეობს.