გიორგი ვაშაძე - ვიქტორ ბოშტინარუმ დაარღვია სახელმწიფოებრივი ინტერესები და ჩაერია ჩვენს შიდა საქმეში
გიორგი ვაშაძე - ვიქტორ ბოშტინარუმ დაარღვია სახელმწიფოებრივი ინტერესები და ჩაერია ჩვენს შიდა საქმეში

ევროპარლამენტის წევრმა ვიქტორ ბოშტინარუმ, რომელიც გახლავთ ჩაუშესკოს პოლიტიკური პარტიის წევრი დაარღვია სახელმწიფოებრივი ინტერესები და პირდაპირი ჩაერია ჩვენს შიდა საქმეში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ვიქტორ ბოშტინარუ​ გამოირჩევა პრორუსული ინტერესებით.

„სამარცხვინოა, როცა „ქართული ოცნება“ ასეთი ადამიანის განცხადებებს იყენებს და იმედი აქვთ, რომ ეს მათ რამეს მატებს. ასევე შეგახსენებთ, რომ მეორე წევრი ლატვიის წარმომადგენელი ანდრეს მამიკინსი, რომელმაც განცხადება გააკეთა, ღიად არის პრორუსული პარტიის წევრი, რომელიც ასევე მხარს უჭერს ყირიმის ანექსიას. „ქართული ოცნების“ ადგილზე შემრცხვებოდა, როცა ასეთი დეპუტატების მხრიდან ხდება მათი სასარგებლო განცხადებების გაკეთება. არის სერიოზული ეჭვია იმის შესახებ, რომ სწორედ რუსული სპეცსამსახურები და რუსული ფული ამუშავდა, რათა „ქართული ოცნებისთვის“ სასარგებლო განცხადებები მიიღონ ევროპარლამენტარების მხრიდან”, – განაცხადა ვაშაძემ.

რუმინელმა პოლიტიკოსმა, ევროპარლამენტის წევრმა ვიქტორ ბოშტინარუმევრო  ევროპარლამენტში განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი არ იქნება შესაფერისი საქართველოს პრეზიდენტად.