გიორგი ვაშაძე - ვიმედოვნებ, დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას და გარკვეულ შეთანხმებამდე მივალთ
გიორგი ვაშაძე - ვიმედოვნებ, დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას და გარკვეულ შეთანხმებამდე მივალთ

გუშინ „ქართული ოცნების“ მხრიდან დავინახეთ სულ მცირე მოლაპარაკების შეფერხების, თუ არა ჩაშლის მცდელობა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველამ ერთად მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, რომ პროცესი შეთანხმების გზით წავიდეს.

ჯერ არ ვიცით, რა არის შემდგომი სამოქმედო გეგმა. ჩვენს მედიატორებს მოვუსმენთ. ვფიქრობ, გუშინ საღამო საკმაოდ მძიმე იყო „ქართული ოცნების“ განცხადებებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, მთავარი პრობლემა, როგორც ჩანს, არის რიგგარეშე არჩევნები და განსაკუთრებით პოლიტპატიმრების არ გამოშვების საკითხი. მაგრამ გუშინ  დავინახე „ქართული ოცნების“ მხრიდან მოლაპარაკების შეფერხების, როგორც მინიმუმ, თუ არა ჩაშლის მცდელობა. ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ძალიან დიდი მადლობა, რომ უძლებენ ამ ფსიქოლოგიურ სტრესს, რაშიც ახლა არიან საქართველოში. ჩვენ ყველამ ერთად მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ წავიდეთ შეთანხმების გზით. დღეს მოვისმენთ, რა არის სიახლე ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უკვე დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას. იმედი მაქვს, დღის ბოლოს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც მისაღები აღმოჩნდება ქართული საზოგადოებისთვის.  იმედი მაქვს ჩვენი დასავლელი პარტნიორების, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, რომ შეთანხმება უნდა მოხდეს დროულად, რათა პოლიტიკური ჩიხიდან გამოვიდეს ქვეყანა და საქართველო მზად იყოს იმ რეგიონალური, ეკონომიკური და კორონავირუსის გამოწვევებისთვის, რაც ზოგადად ქვეყანას აქვს. ამისთვის არიან აქ, ამიტომაც გახანგრძლივდა ერთი დღით ეს ვიზიტი და ვფიქრობთ, გარკვეულ შეთანხმებამდე მივალთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.