გიორგი ვაშაძე - თუ ვინმე აყენებდა შეურაცხყოფას „იმედის“ ჟურნალისტებს, ვიცავდი თითოეულ მათგანს, თუ აქვთ ღირსება, თქვან [ვიდეო]
თუ ვინმე აყენებდა შეურაცხყოფას „იმედის“ ჟურნალისტებს, ვიცავდი თითოეულ მათგანს, თუ აქვთ ღირსება, თქვან , – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„იმედის“ ჟურნალისტებს თუ აქვთ ღირსება, თქვან, თუ ვინმე სიტყვიერადაც უპირისპირდებოდა და აყენებდა შეურაცხყოფას, ვიდექი იქ და ვიცავდი თითოეულ მათგანს, – განაცხადა ვაშაძემ.
გურჯაანში, ველისციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მონაწილეებმა ტელეკომპანია „იმედის“, „მაესტროსა“ და POSTV-ს გადამღებ ჯგუფს გუშინ მუშაობაში ხელს უშლიდნენ.