გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ქვეყანაში უნდა დაამთავროს დაპირისპირება და მთელი საქართველო აღმშენებლობის იდეის გარშემო გააერთიანოს
გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ქვეყანაში უნდა დაამთავროს დაპირისპირება და მთელი საქართველო აღმშენებლობის იდეის გარშემო გააერთიანოს

გიორგი ვაშაძე და „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც აქვს ქვეყნის განვითარების სტრატეგია, – ასე პასუხობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ჟურნალისტების კითხვას, თუ რატომ უნდა იყოს საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრი.

ვაშაძის თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიზანია, ქვეყანაში სიღარიბე დაამარცხოს და აღმშენებლობა დაიწყოს.

„ამ გუნდმა უნდა დაამთავროს ქვეყანაში დაპირისპირება და აღმშენებლობის იდეის გარშემო გააერთიანოს მთელი საქართველო. ყველას ადგილი არის საქმის კეთებაში. ერთადერთი ძალა ვართ, რომელიც არ შევდივართ კინკლაობაში და ყველა ჩვენზე თავდასხმას საქმით ვპასუხობთ. ვაკრიტიკებთ, მივუთითებთ რა არის გასაკეთებელი. ეს არის პროფესიონალების გუნდი, რომელიც მზად არის 24/7 ზე იმუშაოს, რომ ერთხელ და სამუდამოდ სიღარიბე დავამარცხოთ ქვეყანაში. დავიწყოთ აღმშენებლობა და დავამარცხოთ სიღარიბე – ეს არის შინაარსი ჩვენი გუნდის“, – განაცხადა ვაშაძემ.