„სტრატეგია აღმაშენებელი“ გამოდის ინიციატივით, შეიქმნას ნორმების პაკეტი, როგორ იკრძალება რუსეთის მიმართულებით სანქცირებული პროდუქციის ტრანზიტი
„სტრატეგია აღმაშენებელი“ გამოდის ინიციატივით, შეიქმნას ნორმების პაკეტი, როგორ იკრძალება რუსეთის მიმართულებით სანქცირებული პროდუქციის ტრანზიტი

„სტრატეგია აღმაშენებელი“ გამოვდივართ ინიციატივით, მივმართავთ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, იმისთვის, რომ  დაიხუროს საკითხი სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით, შეიქმნას შესაბამისი ამკრძალავი ნორმების პაკეტი, კანონი თუ კანონქვემდებარე აქტები, რომლითაც გაწერილი იქნება, როგორ ვკრძალავთ რუსეთის მიმართულებით საქართველოს გავლით სანქცირებული პროდუქციის ტრანზიტს, – ამის შესახებ „სტრატეგის აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონში არსებული უმძიმესი ვითარებიდან გამომდინარე, ყველას ინტერესია მშვიდობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოში.

„მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტი შეიძლება, იყოს მხოლოდ დასავლეთის მყარი პარტნიორობა დასავლურ ცივილიზაციასთან, ჩვენს მეგობარ ქვეყნებთან თანამშრომლობა, უკრაინასთან პარტნიორობა და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა საქართველოა მხრიდან. არ წყდება საუბარი სანქციებზე და სანქციების გვერდით ავლის მექანიზმებთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ გამოვდივართ ინიციატივით, მივმართავთ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, რომ აუცილებელია დაიხუროს საკითხი სანქციების გვერდის ავლასთნ დაკავშირებით, შეიქმნას შესაბამისი ამკრძალავი ნორმების პაკეტი, კანონი თუ კანონქვემდებარე აქტები, რომლითაც გაწერილი იქნება, როგორ ვკრძალავთ რუსეთის მიმართულებით საქართველოს გავლით სანქცირებული პროდუქციის ტრანზიტს. საქართველოში არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის არ არის ხელმისაწვდომი არც ერთი ნორმა, რომლითაც აკრძალული იქნება აკრძალული პროდუქციის ტრანზიტი საქართველოს გავლით რუსეთში. იმისთვის, რომ ყველა კითხვის ნიშანი საქართველოსთან დაკავშირებით მოიხსნას, აუცილებელია, შეიქმნას კანონი და კანონქვემდებარე აქტები, რომ ყველა მებაჟემ, მესაზღვრემ, საჯარო მოხელემ, პოლიციელმა იცოდეს, რა ტიპის პროდუქციის ტრანზიტია აკრძალული, გამოვლენის შემთხვევაში რა რეაგირებას ახდენს შესაბამისი ორგანოები, რომ დასავლეთის პარტნიორობის მყარი სტატუსი შეინარჩუნოს საქართველომ და კითხვები არ არსებობდეს. რაც მთავარია, ჩვენი მშვიდობა და უსაფრთხოება იყოს გარანტირებული, რადგან გზა ამისკენ არის მხოლოდ დასავლეთთან თანამშრომლობა“, – განაცხადა ვაშაძემ.