გიორგი ვაშაძე - შეკრებებზე ხალხის რაოდენობის პრევენციას ვერ მოახდენ
შეკრებები თუ აკრძალული არ არის, ძალიან რთულია, ხალხის რაოდენობის პრევენცია მოახდინო, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, რთულია, რომ აქციაზე ხალხის რაოდენობის პრევენცია მოახდინო.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საარჩევნო კამპანიაა. ყველას თავისი გეგმა და სტრატეგია აქვს. ჩვენც ვცდილობთ, რომ შეხვედრებზე დისტანცია დავიცვათ. ბავშვები არიან შეხვედრაზე. ბავშვები ნაკლებად შედიან რისკ-ჯგუფში, მაგრამ უფროსებს პირბადეები უკეთიათ. ყველა მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ამ წესების დაცვას, თუმცა ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ზოგადად შეკრებები თუ აკრძალული არ არის, ძალიან რთულია, ხალხის რაოდენობის პრევენცია მოახდინო. ვერ მოახდენ ამის პრევენციას, ეს ფაქტია. რომც გინდოდეს, რომ 10 კაცი მოვიდეს, მოდის მეტი და ჩვენ მათთან კომუნიკაცია აუცილებლად გვჭირდება“, – განაცხადა ვაშაძემ.