გიორგი ვაშაძე - საქართველოს ევროპული პერსპექტივის თაობაზე ჩანაწერი არის ეროვნული ამოცანა, რომელიც ევროპელმა პარტნიორებმა დაგვისახეს, ევროპა და ევროკავშირი ან რუსეთი და ევრაზიული კავშირი
საქართველოს ევროპული პერსპექტივის თაობაზე ჩანაწერი არის ძალიან კონკრეტული ეროვნული ამოცანა, რომელიც ევროპელმა პარტნიორებმა დაგვისახეს – ევროპა და ევროკავშირი ან რუსეთი და ევრაზიული კავშირი, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განუცხადა.
როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ყველაზე რთულად შესასრულებელია დეოლოგარქიზაცია და დეკლანიზაცია, ოლოგარქიული სეგმენტია ჩამოსაშორებელი.
„დარწმუნებული ვარ, ამ არჩევანს ძალიან ღირსეულად გააკეთებენ საქართველოს მოქალაქეები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სამშობლოს დავიბრუნებთ, რომელიც მიტაცებული აქვს ოლიგარქიას და რუსეთის მიმართულებით მიგვაქანებს. ზემნიშვნელოვანი ჩანაწერია და ამიტომ ვაბობ, რომ ფანჯარა ღიაა, კარიც გაგვიღეს და ახლა ჩვენ უნდა შევაბიჯოთ. ოღონდ, შებიჯება არ მოხდება ჰაერიდან, შებიჯება რეალურად მაშინ მოხდება, როცა ოლიგარქიისგან გავათავისუფლებთ საქართველოს და 12 პუნქტს კონკრეტული რეფორმებით ვუპასუხებთ, რუსეთსა და ევრაზიულ კავშირს ერთხელ და სამუდამოდ არას ვეტყვით და ევროპული ინტეგრაციისკენ დიდ ნაბიჯს გადავდგამთ. ყველაზე რთულად შესასრულებელია დეოლოგარქიზაცია და დეკლანიზაცია. ილოგარქიული სეგმენტია ჩამოსაშორებელი. უფრო მეტი ადამიანი ხედავს, რომ ოლიგარქიული „ქართული ოცნება“ ცდილობს, ყველა უკანონო მექანიზმით ძალაუფლება შეინარჩუნოს. ამას არა უნდა ვუთხრათ“, – განაცხადა ვაშაძემ.