გიორგი ვაშაძე - საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ყველა ელოდება აქტიურობას, პროევროპულმა უმრავლესობამ უნდა დავიბრუნოთ პრორუსების მიერ მიტაცებული ძალაუფლება
გიორგი ვაშაძე - საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ყველა ელოდება აქტიურობას, პროევროპულმა უმრავლესობამ უნდა დავიბრუნოთ პრორუსების მიერ მიტაცებული ძალაუფლება

სწორედ მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ გაქრა საერთოდ ევროკავშირის მხრიდან, მხოლოდ მტრად აცხადებს ევროკავშირსა და ევროპელ პარტნიორებს, ოპოზიცია ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საქართველოსთვის ეს კარი არ დაიხუროს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ოპოზიციის ძალისხმევით უპრეცედენტო კამპანია დაიწყო, სადაც „ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპისთვის“ პარტიის (ალდე) ყველა წევრია ჩართული.

„მათგან მიიღებს კონკრეტულ მეილებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ამას აქვს კონკრეტული მიზანი, პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებისთვის, ჩვენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი გველოდება. უბრალოდ გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, არ მივყავართ ევროკავშირისკენ. სრული მხარდაჭერა ექნება საქართველოს და ქართველ ხალხს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან ისე, როგორც იყო აქამდე უბრალოდ მნიშვნელოვანია კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას დემოკრატიული რეფორმების კუთხით. პირველი სიგნალი იქნება გვარამიას გათავისუფლება, თუ ამ გზას დაადგება „ქართული ოცნება“ შემდგომ უკვე რეალურად და არა ბუტაფორიულად რეფორმების განხორციელება, რასაც ევროკავშირი ჩვენგან ითხოვს.

სწორედ მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ გაქრა საერთოდ ევროკავშირის მხრიდან, მხოლოდ მტრად აცხადებს ევროკავშირსა და ევროპელ პარტნიორებს, ოპოზიცია ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საქართველოსთვის ეს კარი არ დაიხუროს და არც დაიხურება. ახლა ყველა ელოდება საქართველო მოქალაქეების მხრიდან აქტიურობას პროევროპულმა უმრავლესობამ უნდა დავიბრუნოთ მიტაცებული ძალაუფლება პრორუსების მიერ „ქართული ოცნების“ სახით. ეს არის ამოცანა. ჩვენ სრული მხარდაჭერა გვექნება ამ კუთხით“, – განაცხადა ვაშაძემ.