გიორგი ვაშაძე - სააკაშვილის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა ქართულ პოლიტიკაში, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, ზეგავლენას ვერ მოვახდენთ
მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საქართველოს ფარგლებს გადაყვანას მხარს ვუჭერთ. მისი გადასაწყვეტია, იქნება ქართულ პოლიტიკაში თუ არა და როგორ იქნება სხვა ქვეყნის პოლიტიკაში ჩართული,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკაში ყოფნა-არყოფნასთან დაკავშირებით სააკაშვილისგან არანაირი მკაფიო გადაწყვეტილება არ მოუსმენია.
„ჩვენ მისგან არანაირი მკაფიო გადაწყვეტილება არ მოგვისმენია. ამ თემის სპეკულაციაში და ზედმეტ განსჯაში არც შევდივართ, არც თავს დავიღლით, რადგან ბევრი სხვა საქმე გვაქვს. რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, ამაზე ზეგავლენას ვერ მოვახდენთ. მისი ჯანმრთელობა მძიმე მდგომარეობაშია და რაც მალე გადაიყვანენ საქართველოს ფარგლებს გარეთ, რომ სრულფასოვანი კვლევა ჩაუტარდეს, ამას მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.