გიორგი ვაშაძე - რუსეთის მიმართ სანქციების წინააღმდეგი ვიყავი ყოველთვის, ვაჭრობასაც ვაპირებთ და ყველაფერს
გიორგი ვაშაძე - რუსეთის მიმართ სანქციების წინააღმდეგი ვიყავი ყოველთვის, ვაჭრობასაც ვაპირებთ და ყველაფერს

სანქციების წინააღმდეგი ვიყავი ყოველთვის, როდის მითქვამს, რომ სანქციები უნდა დაეწესებინა საქართველოს? ამ ტყუილს „ქართული ოცნება“ ასაღებს ჩვენს ნათქვამად, – ამის შესახებ „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

ვაშაძეს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, რას გულისხმობდა რუსეთთან დაბალანსებულ პოლიტიკაში?

„ვაჭრობასაც ვაპირებთ და ყველაფერს, უბრალოდ, ჩვენი პრიორიტეტი იქნება, რომ ევროკავშირთან მეტი ვივაჭროთ, რათა იქ უფრო ძვირად გავყიდოთ ქართული ღვინო და კახელ გლეხთან უფრო მაღალი შემოსავალი შევიდეს. ჩვენი პრიორიტეტი იქნება, რომ ამერიკასთან მეტი ვივაჭროთ, პრიორიტეტებს ვალაგებთ ჩვენ სხვანაირად. არ იქნება მიმართულება ის, რომ, მაგალითად, ქართული ღვინო ერთლარიან ბაზარს ჩამოვკიდო. ამიტომ ძალიან პრაგმატული, დაბალანსებული პოლიტიკა გვექნება ცალსახად, რათა ქვეყნის უსაფრთხოება იყოს გარანტირებული, უზრუნველყოფილი და, რაც მთავარია, ეკონომიკური განვითარება იყოს ძალიან სწრაფი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.