გიორგი ვაშაძე - რაც მეტი ინიციატივა იქნება „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად, მით უკეთესი
რაც მეტი ინიციატივა იქნება „ქართული ოცნების“ და რეჟიმის დასამარცხებლად, მით უკეთესი, მარტივი მიზეზის გამო. საქართველოს აქვს ერთი დიდი თავისტკივილი – „ქართულმა ოცნებამ“ უმძიმეს გაჭირვებაში ჩააგდო ქვეყანა, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
აღნიშნული განცხადებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ, სააკაშვილი ინიციტივას გამოეხმაურა, რომელიც პირველი მარტიდან „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ბაზაზე საკუთარი შტაბის გახსნას გეგმავს.
„დანარჩენი, რას აპირებს მიხეილ სააკაშვილი, შეგიძლიათ მას ჰკითხოთ და მასთან გაარკვიოთ. „ძალა ერთობაშიას” და გაერთიანებული ოპოზიციის ფარგლებში ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვთანამშრომლობთ და ამ თანამშრომლობას ვაგრძელებთ. მიხეილ სააკაშვილთან ჩვენ ვთანამშრომლობთ „ნაციონალური მოძრაობის“ მეშვეობით, თავისთავად ისინი ამ პროცესში მონაწილეობას იღებენ და ამ თანამშრომლობას აუცილებლად გავაგრძელებთ. რამე ახალი თუ იქნება, აუცილებლად გაგაგებინებთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.