გიორგი ვაშაძე - რაც არ უნდა გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“, საკუთარი თავი ამოწურა 
გიორგი ვაშაძე - რაც არ უნდა გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“, საკუთარი თავი ამოწურა 

რაც არ უნდა გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“, საკუთარი თავი ამოწურა და მიდის უკვე ხელისუფლებიდან მათი გაცილების პერიოდი, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მმართველ გუნდსა და ოპოზციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მორგი რაუნდის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, 14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე, ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს გამოიყენებს.

უსუსტესია ხელისუფლება, რომელიც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, საჯარო მოხელეების იძულებას და შეკრებას ახდენს. თქვენ, ჟურნალისტები რომ მიხვალთ იმ ადამიანებთან, ვისაც იქ შეკრებენ, უბრალოდ კითხვა დაუსვით, რატომ ჩამოვიდნენ და სად მუშაობენ. ნახავთ, რომ 99 პროცენტი ეს არის დასუფთავების სამსახურის ან რომელიმე თვითმმართველი ერთეულის თანამშრომელი, ბაღის ან სკოლის მასწავლებელი და ა.შ.

დღესავით ნათელია, რომ რაც არ უნდა გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“, საკუთარი თავი ამოწურა და მიდის უკვე ხელისუფლებიდან მათი გაცილების პერიოდი. ალბათ ტაშს, რომელსაც დაუკრავენ, ეს ტაში იქნება მათი ხელისუფლებიდან გაცილების ტაში, რადგან ყველაზე მეტად სწორედ საჯარო მოხელეებს ამოუვიდათ ყელში ხელისუფლება, რომელიც არაფერს აკეთებს ქვეყანაში“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, სამოქალაქო დაპირისპირება „ქართული ოცნების“ გამო არ იქნება.

„გამოვრიცხავ ამას. რაც არ უნდა ძალადობა გამოიყენონ, ხომ ხედავთ, რომ ძალადობას მშვიდობიანი პროტესტით ვპასუხობთ, ამაშია ჩვენი ძალა“,- აღნიშნა ვაშაძემ.