გიორგი ვაშაძე - ქვეყანაში არის პოლარიზებული გარემო, „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ, ხელი აიღოს დაპირისპირებიდან
ქვეყანაში უმძიმესი დაპირისპირების ფონია, პოლარიზებული გარემოა. თუ ვინმეს საღი აზრი აქვს, უნდა ვფიქრობდეთ, რომ გამოსავალი მოვძებნოთ, – ამის შესახებ „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძერმ განაცხადა.
მისივე თქმით, გამოსავალი უნდა მოიძებნოს ისე, როგორც ცივილიზებულ სამყაროს შეეფერება.
„მიხეილ სააკაშვილის განცხადებას დეტალურად არ ვიცნობ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ქვეყანაში უმძიმესი დაპირისპირების ფონია, პოლარიზებული გარემოა. თუ ვინმეს საღი აზრი აქვს, უნდა ვფიქრობდეთ, რომ გამოსავალი მოვძებნოთ. ქვეყანა ასე წინ ვერ წავა, ეს აისახება სოციალურ, საგარეო მდგომარეობაზე. „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ, ხელი აიღოს დაპირისპირებიდან. გზა და გამოსავალი უნდა მოვძებნოთ ისე, როგორც ცივილიზებულ სამყაროს შეეფერება. უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რაც ხალხს აწუხებს და არა იმაზე, ვინ კარგია და ვინ ცუდი, რაშიც ვერასოდეს ვერ შევთანხმდებით. წინასაარჩევნო კამპანიაა და ყველას შეუძლია, კონკრეტულ ჯგუფებს კონკრეტული ქმედებებისკენ მოუწოდოს. ასეთი დაპირისპირების ფონში ქვეყანა წინ ვერ წავა და უფრო დაპირისპირება იქნება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.