გიორგი ვაშაძე - ქვეყანა არის უმძიმეს ვითარებაში, ჩვენ ვართ საღ აზრზე, საღ აზრზე უნდა იყოს „ქართული ოცნება“, რომ ქვეყანაში ადეკვატური პროცესი დაიწყოს
ქვეყანა არის უმძიმეს ვითარებაში, ყველა კუთხით კოლაფსია, ჩვენ ვართ საღ აზრზე, საღ აზრზე უნდა იყოს „ქართული ოცნება“, რომ ქვეყანაში ადეკვატური პროცესი დაიწყოს, -ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
როგორ გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ხვალ დაგეგმილია შეხვედრა ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებთან.
„იქნება შეხვედრები, მეც მაქვს შეხვედრა. ყველა შევხვდებით, ვისაუბრებთ, რეალურად შევაფასებთ პროცესს, ვნახოთ, რა იქნება. მთავარი არის მესამე რაუნდისთვის მზადება და მოდით ჩავთვალოთ, რომ ეს არის მოსამზადებელი შეხვედრები. საკითხები არ ვიცი. თქვენც იცით, რომ ბოლო შეხვედრა „შერატონში“ გაიმართა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ქვეყანა არის უმძიმეს სიტუაციაში, ყველა კუთხით კოლაფსია ქვეყანაში, ჩვენ ვართ საღ აზრზე, საღ აზრზე უნდა იყოს „ქართული ოცნება“, რომ ადეკვატური პროცესი დაიწყოს ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.