გიორგი ვაშაძე - პრეზიდენტის ვეტოზე განხილვა თუ იქნება, მონაწილეობას მივიღებთ, პოზიციას აუცილებლად დავაფიქსირებთ იქ, სადაც რუსული კანონის თემაა
გიორგი ვაშაძე - პრეზიდენტის ვეტოზე განხილვა თუ იქნება, მონაწილეობას მივიღებთ, პოზიციას აუცილებლად დავაფიქსირებთ იქ, სადაც რუსული კანონის თემაა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საპარლამენტო ბოიკოტის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ იმ საკითხების განხილვაში, რომლებიც გუშინ მიღებულ კანონს ეხება.

„რუსული კანონის გარდა, სხვა თემა არ არსებობს, რადგან გუშინდელი ხმის მიცემით „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციის მიღმა დააყენა საკუთარი თავი. რა თქმა უნდა, ვეტოზე განხილვა თუ იქნება, მონაწილეობას მივიღებთ, მაგრამ სხვა არცერთი საკითხი არ არსებობს, რადგან პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციის გზას. ვეტოსთან დაკავშირებით კონსულტაციები იქნება. სადაც რუსული კანონის თემაა, იქ ჩვენს პოზიციას აუცილებლად დავაფიქსირებთ. სხვა არცერთი საკითხი არ არსებობს, რადგან რეჟიმის განმტკიცების კანონია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებელმა“ საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადა. ბოიკოტის რეჟიმში გადავიდნენ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ლელოც“.