გიორგი ვაშაძე - პრეცედენტი არ არსებობს, რომ აშშ-ის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის დამტკიცებული დოკუმენტი შემდგომ კენჭისყრაზე შეიცვალოს
გიორგი ვაშაძე - პრეცედენტი არ არსებობს, რომ აშშ-ის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის დამტკიცებული დოკუმენტი შემდგომ კენჭისყრაზე შეიცვალოს

სამწუხაროდ, გუშინ აშშ-ის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა დაამტკიცა სანქციები საქართველოსთან მიმართებაში. საქართველოს უზომოდ ძვირი უჯდება ოლიგარქიულ კლანური მმართველობა „ქართული ოცნების“ სახით, ეს სანქციები პრობლემას უქმნის არა ივანიშვილს, არამედ საქართველოს სახელმწიფოსა და მოქალაქეებს. ეს სანქციებია და ივანიშვილის მავნებლური რეჟიმიდან გამომდინარე, ჩვენ მივედით იმ ზღვარამდე, რომ რუსეთთან ერთად, ჩვენს რეგიონში ერთადერთი გამონაკლისია საქართველო, რომელთანაც სანქციების გამოყენება უწევს აშშ-ს, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრეცედენტი არ არსებობს, რომ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი, რასაც ამტკიცებს, ის შეცვალოს შემდგომ კენჭისყრის დროს.

ვაშაძემ რამდენიმე პუნქტი დაასახელა, რომელიც მისი თქმით, უნდა შეასრულოს „ქართულმა ოცნებამ“, რათა კონგრესმა საქართველოსთან მიმართებაში მიღებულ გადაწყვეტილებაზე უარი თქვას.

„გამოსავალი არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევცვალოთ „ქართული ოცნების“ რეჟიმი და ბევრი სვამს კითხვას რა უნდა გააკეთოს „ოცნებამ“, რომ პომპეო მივიდეს კონგრესში და უარი ათქმევინოს ამ სანქციებზე საქართველოსთან მიმართებაში აშშ-ს. უნდა გაკეთდეს შემდეგი:

1. დასრულდეს კლანური მმართველობა საქართველოს სასამართლო ხელისუფლებაში;
2. ხელი უნდა აიღოს იმ კორუფციული სქემებისგან, რომელიც შექმნილია ამ ქვეყანაში;
3. უნდა გაუხნას გზა დასავლურ ინვესტიციებს;
4. უარი უნდა თქვას მედიის შეზღუდვასა და მედიაზე თავდასხმაზე;
5. გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები;
6. უარი თქვას სამარლადამცავი ორგანოების პოლიტიკური ნიშნებისთვის გამოყენებაზე;
7. რეალურად დაუბრუნდეს დასავლური განვითარების კურსს და უარი თქვას რუსეთთან თანამშრომლობაზე;
8. უარი თქვას ოლიგარქიულ მმართველობაზე, რომელზეც ამ დოკუმენტებშია საუბარი საქართველოში“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, ეს ამოცანა „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეასრულოს სექტემბრამდე, თუ სურს, რომ კონგრესმა უარი თქვას სანქციებზე, რომელიც დაუწესდა საქრთველოს.

„მინდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვუთხრა, რომ ძალიან ძვირი გვიჯდება ეს ადამიანები თითოეულ ჩვენგას და სახელმწიფოს. აქ ფინანსურ ნაწილზე კი არ არის საუბარი, რომ 15 %-ით შეუმცირდება დაფინანსდება, აქ საუბარია იმ უდიდეს ფასზე, რომელიც ჩვენმა სახელმწიფომ უნდა გადაიხადოს „ქართული ოცნების“ მავნებლური ოლიქგარქიულ-კლანური-კორუმპირებული მმართველობისგან გამომდინარე. ამიტომ, ყველა უნდა დავფიქრდეთ, გვინდა განვითარებული დასავლური სტანდარტის საქართველო, რომელიც წინ მიიწევს , თუ გვინდა რუსული ჭაობი საქართველოში. არასდროს საქართველოსთვის არ უწოდებიათ ოლიგარქიული მმართველობა. დიახ, მივედით იქამდე, რომ რუსულ ოლიგარქიულ მმართველობასთან ერთად დღეს საუბარია საქართველოში ოლიგარქიულ მმართველობაზეც. იმავე დოკუმენტში უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში არანაირი სანქცია, არანაირი წინაპირობა არ არის. სამწუხარდ, მხოლოდ საქართველოსთან მიმართვებაში არის სანქციები გათვალისწინებული. ეს არის საგანგაშო და ყველა უნდა გამოფხიზლდეს, უნდა გავერთიანდეთ და საქართველომ უნდა გააგრძელოს დასავლური განვითარების გზა. დავასრულოთ ოლიგარქიულ-კლანური მმართვლობა საქართველოში“, – განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავარი პრობლემა არის, რომ აშშ-ში ჰყავს სამარცხვინო ელჩი.

„ეს დოკუმენტი, რაც დამტკიცდა, ნიშნავს, რომ დამტკიცდა კონგრესის მხრიდან, რადგან იქ შინაარსობრივი განხილვა არ ხდება, ერთიან დოკუმენტს უნდა ეყაროს კენჭი. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეასრულოს ის პუნქტები, რაც მე ჩამოვთვალე. პომპეო უნდა მივიდეს კონგრესში და თქვას, რომ დიახ, შესრულებულია ჩვენი მოთხოვნები და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, რომ სენატმა უარი თქვას ამ სანქციებზე. ჩათვალეთ რომ დამტკიცებულია. ზუსტად ისე, როგორც ივანიშვილის ხელის ბიჭები საუბრობდნენ, რომ ჯერ კომიტეტზე დაველოდოთო, დაველოდეთ და დამტკიცდა კომიტეტზე უკვე.

საქართველოს მთავარი პრობლემა არის, რომ ჩვენ გვყავს სამარცხვინო ელჩი აშშ-ში, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს კი არ იცავს, არამედ ემსახურება პირადად ბიძინა ივანიშვილს, ამ მსახურმა მიგვიყვანა აქამდე. სრული  აბსური და სისულელეა, რასაც ის ამბობს. სჯობს, გონს მოეგოს, ვიდრე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებენ და გამოაგდებენ აშშ-დან ბატონ ბაქრაძეს, რომელიც ელჩად არის წოდებული.

მთავარია, ამერიკამ არ დაუშვას, მისი სტრატეგიული პარტნიორი საქართველო ჩამოყალიბდეს ოლიგარქიულ -რუსულ-კლანურრ მმართველობად. ჩვენ ვიყავით დემოკრატიის მაგალითი, დღეს საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, ვისთან მიმართებაშიც არის სანქციები გამოყენებული“, – აღნიშნა ვაშაძემ.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც საქართველოსთვის 132 მილიონი დოლარის დაფინანსებას ითვალისწინებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, არასწორია ოპონენტების მტკიცება, თითქოს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტში კიდევ რამდენიმე შენიშვნა უნდა შევიდეს. როგორც ზალკალიანმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, ორი შენიშვნა მალევე გამოირიცხა და დარჩენილ სამ შენიშვნას მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს.