გიორგი ვაშაძე - პირადად ჩემთვის დოკუმენტი მისაღებია, მაგრამ მექნება მსჯელობა პოლიტსაბჭოსთან და შემდეგ დაველოდებით სხვა კოლეგების თანხმობასაც
შეიძლება, მე მინდოდა, კიდევ ბევრი რამ ყოფილიყო ამ დოკუმენტში, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არის დოკუმენტი, რომელიც მისაღები უნდა იყოს მეტ-ნაკლებად ყველა მხარისთვის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა,
მისივე თქმით, პარტიის პოლიტსაბჭოსთან იმსჯელებს შრლ მიშელის მიერ წარდგენილი აღნიშნული დოკუმენტის თაობაზე.
„დღეს რომ შევედი, დავარქვი, რომ იქნებოდა შეთანხმების დღე, მაგრამ შეთანხმებას სჭირდება ორივე მხარე. პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ „ქართული ოცნება“ არ ვიცი დემონსტრაციულად, არ ვიცი, როგორ, მაგრამ არ გამოცხადდნენ ამ შეხვედრაზე დ, როგორც ვიცით, მხოლოდ ესემესით შეატყობინეს ჩვენს მასპინძლებს, რაც არის საოცარი მიდგომა, სახელისუფლო ძალის მხრიდან ასეთი მიდგომა ჩემთვის არის უბრალოდ შოკისმომგვრელი, რამდენჯერმე ვიკითხე, რა ხდება-მეთქი, წარმოუდგენელია. მე მაქვს ხელში დოკუმენტი, რომელიც გამოქვეყნდება, ეს არის, ფაქტობრივად, შეიძლება ასე ითქვას, საბოლოო დოკუმენტი, რომელშიც ტექნიკური ცვლილებები შეიძლება შევიდეს. შეიძლება, მე ბევრი რამ მინდოდა, კიდევ ყოფილიყო ამ დოკუმენტში, მაგრამ ჩემი აზრით, ეს არის დოკუმენტის შინაარსი, რომელიც მისაღები უნდა იყოს მეტ-ნაკლებად ყველა მხარისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემს პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტსაბჭოსთან მექნება მსჯელობა ამასთან დაკავშირებით.
თითოეულმა მოქალაქემ რომ გაიგოს, რა წერია ამ დოკუმენტში, ამ დოკუმენტის პირველ პუნქტში პირდაპირ მითითებულია ორივე პოლიტპატიმრის საკითხი. ორივე საკითხი უნდა გადაწყდეს და უნდა გადაწყდეს მოკლე ვადაში. რურუას შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ამნისტიის კანონი, შეიძლება იყოს პრეზიდენტის მიერ შეწყალება, ერთიც და მეორე მექანიზმიც შეიძლება გამოყენებული იყოს და არის მკაფიო პოზიცია გამოხატული ამ დოკუმენტში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება როგგარეშე არჩევნებთან მისასვლელ გზას, აქ მითითებულია 43 პროცენტის აუცილებლობის აღება „ქართული ოცნების“ მხრიდან, ეს გულისხმობს იმას, რომ დოკუმენტში ხუთივე პუნქტთან დაკავშირებით კონკრეტული ჩანაწერი არის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ პირნათელი ვიქნებით ჩვენს მხარდამჭერებთან, საზოგადოებასთან, რომელსაც გულწრფელად უნდა შეთანხმება ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძის შეფასებით, მედიატორებმა პარტიებს შესთავაზეს რაციონალური, კომპრომისული ვარიანტი.
„ამ ჩართვის დროს იყო კიდეც საუბარი, რომ ახლა ოთხი წლის მანძილზე არავინ არ აპირებს არც ევროპის და არც ამერიკის მხრიდან, რომ მუდმივად, ჩვენი მედიატორები იყვნენ ამ მოლაპარაკებებში, ამიტომ ყველას მართებს ღირსეული მიდგომა, რეალურად ღირსეული, სახელმწიფოებრივი მიდგომა, რასაც მე ევრ ვხედავ „ქართული ოცნების“ მხრიდან, ძალიან გაწბილებული ვარ დღევანდელ დღეს, ამ ხელმოწერას კი არ დაიმახსოვრებენ ათწლეულების მერე, ვინ მოაწერა და ვინ არ მოაწერა, დაიმახსოვრებენ ერთ რამეს, თანამედროვე პირობებში, 2021 წელს, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს აღმოაჩნდა შესაძლებლობა კონსენსუსის შეთანხმების, თუ როგორც 90-იანებში მოხდა, საშინელ დაპირისპირებაში გადავიდა ყველაფერი, როცა ვერ შეთანხმდნენ კონკრეტული ადამიანები. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ შთანხმების გზით უნდა ვიაროთ და იმედი მაქვს, რომ ეს დესტრუქცია, რომელიც დღეს არის „ქართული ოცნების“ მხრიდან, იქნება გამოსწორებული და შეთანხმება შედგება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისთვის პირადად დოკუმენტი მისაღებია, თუმცა პოლიტსაბჭოსთან გაივლის კონსულტაციას.
„მათ (ქართულმა ოცნებამ) დღესაც გაუგებარი რამ თქვეს, რომ იმ დოკუმენტზე მოაწერეს ხელი. ჩვენ ხომ ვამბობდით, რომ ის არ იყო საბოლოო დოკუმენტი, ეს არის დოკუმენტი. ყველას შეგიძლიათ, დაინახოთ, პოლიტპატიმრების და რიგგარეშე არჩევნების საკითხიც არის გადაწყვეტილი, სხვა დანარჩენი სამი კომპონენტი ასევე გადაწყვეტილია. ამიტომ, რატომ არ მოვიდნენ, არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, არც მედიატორებმა იციან. ჩემთვის ეს არის დესტრუქცია საკუთარი ქვეყნისთვის, რაც მათ გააკეთეს დღეს. იმედი მაქვს, რომ ამას ამაღამ გამოასწორებენ და ძალიან სწრაფად მოეგებიან გონს. ჩემთვის პირადად ეს დოკუმენტი მისაღებია, მაგრამ ჩემს პოლიტსაბჭოსთან მექნება მსჯელობა და ამის შემდეგ, საბოლოოდ დაველოდებით სხვა კოლეგების თანხმობასაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ვაშაძემ.