გიორგი ვაშაძე - პანდემიის გამო, სასტუმროების მეპატრონეებს, ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს ბიზნეს პრობლემები შეექმნათ, არანაირი შეღავათი არ აქვთ
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ქუთაისში სასტუმროების მეპატრონეებს ხვდება.
ვაშაძის თქმით, პანდემიის გამო, ბიზნეს პრობლემები სწორედ ამ სფეროს წარმომადგენლებს შეექმნათ.
„სასტუმროების მეპატრონეებს, ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს უფრო მეტი პროცენტის გადახდა უწევთ და არანაირი შეღავათი არ აქვთ. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ამ მძიმე დროს. საზღვრები დაკეტილია, ტურისტი არ შემოდის, შემოსავალი ნულოვანია, 200 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგა და ახლა ყველა ეს ქონება გადადის ბანკების საკუთრებაში. 220 მილიონის ქონება უკვე გადაიფორმეს ბანკებმა მხოლოდ პირველ ექვს თვეში. ეს კატასტროფაა, რომელსაც არ პასუხობს „ქართული ოცნება“ და ერთადერთ რამეზე ფიქრობს, რამდენ ფულს გააკეთებს ახლა. ის ეხმარება მხოლოდ საკუთარ ნაცნობ-მეგობრებს“, – განაცხადა ვაშაძემ.