გიორგი ვაშაძე - ნინო ბურჯანაძის მოსკოვში წასვლაში არაფერი ახალი არ არის, ის გამოხატულად პრორუსული ორიენტაციის პარტიის ლიდერია
ნინო ბურჯანაძის მოსკოვში წასვლაში არაფერი ახალი არ არის, ის გამოხატულად პრორუსული ორიენტაციის პარტიის ლიდერია, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ოპოზიცია აგრძელებს ერთიან ფორმატში მუშაობას მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტით ითხოვეს სამართლიან არჩევნებს.
„ჩემთვის „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო პრორუსული ძალაა, ვიდრე ნინო ბურჯანაძე და გაცილებით დიდი საფრთხის მქონე, რადგან შეფარული პრორუსული ძალაა, რომლის ლიდერიც ბიძინა ივანიშვილი პუტინივით იგივე გაცხადებას აკეთებს, რომ ამერიკის ინსტიტუციები „აირაი“ და „ენდიაი“ ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.