გიორგი ვაშაძე - „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, მე არც პუფიზე ვილაპარაკებ და არც ტაბურეტზე
გიორგი ვაშაძე - „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, მე არც პუფიზე ვილაპარაკებ და არც ტაბურეტზე

„ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, მე არც პუფიზე ვილაპარაკებ და არც ტაბურეტზე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, მათი პარლამენტში შესვლით ყველაფერს ნათელი მოეფინა.

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს პარლამენტში რომ შემოდის, ეს არის კარგი. ჩვენ ჩვენი ხელმოწერით დავაფიქსირეთ, რომ კონკრეტული მიზნით შემოვედით ამ პარლამენტში, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის შეთანხმება არის ამ მიზნის განუყოფელი ნაწილი. რა მიზნით შემოდის „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, ეს მათი და ამომრჩევლების ურთიერთობის საკითხია.

მე მათგან განსხვავებით, არც პუფიზე ვილაპარაკებ და არც ტაბურეტზე, ვფიქრობ, ყველაფერს მოეფინა ნათელი. ჩვენ, ვინც „ქართული ოცნება“ ვაიძულეთ, დოკუმენტს დათანხმებოდა, მოღალატეებად გამოგვაცხადეს, დღეს კი განვმოღალატევდით. პირიქით მოდიან და მხარი დაგვიჭირეთ თვითმმართველობის არჩევნებში ჩვენს კანდიდატებზეო – გვეუბნებიან. ეს არის ორსახოვნება პოლიტიკაში და ამის გარჩევა თითოეულმა ამომრჩეველმა უნდა ისწავლოს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.