გიორგი ვაშაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ რაც ხდება, მათი შიდა საქმეა, იმედი მაქვს, დროულად გაარკვევენ შიდაპარტიულ საკითხებს
„ნაციონალურ მოძრაობაში“ რაც ხდება, ეს მათი შიდა საქმეა. იმედი მაქვს, დროულად გაარკვევენ შიდაპარტიულ საკითხებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანას გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი თემები აქვს, როგორიცაა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება.
„ჩვენი ინიციატივით, პარტიამ „ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE) დაიწყო მთელს ევროპაში კამპანია და ხედავთ, რომ პრემიერ-მინისტრი იღებს წერილებს, კონკრეტულად რა არის გასაკეთებელი, რათა კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. ვფიქრობ, ამით ყველა სპეკულაცია დახურულია. დანარჩენი ჩემთვის ნაკლებად ინტერესის სფეროა, „ნაციონალური მოძრაობა“ შიგნით როგორ გადაწყვეტს ამ საკითხებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.