გიორგი ვაშაძე - მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და ახლობლებს
გიორგი ვაშაძე - მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და ახლობლებს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ჩემი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის სახელით მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო. მთელი გულით ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და ახლობლებს.

ეს არის კიდევ ერთი უმძიმესი ტრაგედია ჩვენთვის. ამ მძიმე ჟამს არ არსებობს სიტყვები, რომლებიც ამ ადამიანების ოჯახებსა და ახლობლებს ტკივილს შეუმსუბუქებს, თუმცა გეტყვით, რომ მხნედ უნდა იდგეთ. ეს არის სრულიად საქართველოს ტრაგედია.

კიდევ ერთხელ ვუსამძირებთ ყველას ამ უმძიმეს დანაკარგს და შემთხვევის შედეგად დაშავებულებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – წერს ფეისბუქგვერდზე გიორგი ვაშაძე.

დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია სამი მოქალაქე.