გიორგი ვაშაძე - მოლაპარაკებებში პერსპექტივას ვხედავ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ გავაწბილოთ მოქალაქეების იმედები და ვუპასუხოთ დასავლელი პარტნიორების მკაფიო გზავნილებს
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ჩიხური ვითარებაა შექმნილი, თუმცა მოლაპარაკებებში პერსპექტივას მაინც ხედავს.
„ძალიან მძიმე, ჩიხური სიტუაციაა, მაგრამ მე მოლაპარაკებებში პერსპექტივას ვხედავ. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდი აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ადეკვატურები ვიყოთ ამ პროცესში, არ გავაწბილოთ ჩვენი მოქალაქეების იმედები, და, რაც მთავარია, ვუპასუხოთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მკაფიო გზავნილებს“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.