გიორგი ვაშაძე - მკაფიოდ განსაზღვრული გეგმის გარეშე საგანგებო მდგომარეობა ფუჭი დოკუმენტია
გიორგი ვაშაძე - მკაფიოდ განსაზღვრული გეგმის გარეშე საგანგებო მდგომარეობა ფუჭი დოკუმენტია

წინააღმდეგი ვიყავი, როცა პირველად გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და ახლაც წინააღმდეგი ვარ, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობა კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული გეგმისა და სტრატეგიის გარეშე ფუჭი დოკუმენტია და გარდა შეზღუდვებისა, არაფერს გულისხმობს.

„თითქმის ერთი თვე გავიდა და რას მივაღწიეთ? ისევ იქ ვართ, სადაც ვიყავით ერთი თვის წინ. წინ წავედით? არა, პირიქით უკან წავედით. გვაქვს შიმშილის პრობლემა ქვეყანაში, გაჩერებულია ეკონომიკა, აქედან გამომდინარე, უპრაგონო საგანგებო მდგომარეობას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. ამდენი ჩინოვნიკი ჰყავთ, მინისტრი ჰყავთ, პრემიერ-მინისტრი ჰყავთ, დასხდნენ და დაწერონ“, – განაცხადა ახალი საქართველოს ლიდერმა.

მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას აუცილებელია კონკრეტული გეგმა.

„მინდა, საზოგადოებას მივმართო, ვაცადოთ, ვაცადოთ გახარიას და „ქართულ ოცნებას“, რვა წელია, ვაცდით და შიმშილით გვძვრება სული, ვერ ვაცდით არ შეიძლება ასე. თუ ჩვენ ცოდნა, გამოცდილება და პასუხისმგებლობა გვაქვს, უნდა მოვთხოვოთ ისე, როგორც არის ეს დემოკრატიულ სტანდარტში. აცხადებ საგანგებო მდგომარეობას? დადე გეგმა, რისთვის აცხადებ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობა საქართველოში ერთი თვით, 21 მარტიდან 21 პრილამდე გამოცხადდა.