გიორგი ვაშაძე - მივესალმები, რომ გერმანიის ელჩი ამთავრებს საკუთარ მისიას საქართველოში, იმედი მაქვს, ახალ ელჩთან მუშაობა გაცილებით საინტერესო იქნება
მივესალმები, რომ გერმანიის ელჩი ამთავრებს საკუთარ მისიას საქართველოში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ჟურნალისტებმა გიორგი ვაშაძეს ჰუბერტ ქნირშის დღევანდელი განცხადების შეფასება სთხოვეს.
გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ იმედი აქვს, ახალ ელჩთან მუშაობა გაცილებით საინტერესო იქნება.
„გერმანიის ელჩს რამდენიმე დღე დარჩა საქართველოში და მივესალმები იმას, რომ ის ამთავრებს საკუთარ მისიას საქართველოში. იმედი მაქვს, რომ გაცილებით საინტერესო იქნება მუშაობა ახალ ელჩთან, რომელიც მალე დაიწყებს საქართველოში მუშაობას. მადლობა მას“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა, რომ „ბევრ პარტიას არ აქვს ერთმანეთთან მუშაობის ტრადიცია, სწორედ ამის დანახვას იმედოვნებს საქართველოში ევროკავშირი“.
„ვიმედოვნებ, ბევრი პარტია გამოძებნის გამბედაობასა და ძალას, გააგრძელოს ამ სახის თანამშრომლობა. თუ გსურს, იყო პროევროპული პარტია, უნდა გაითვალისწინო ეს 12 პუნქტი“, – დასძინა ელჩმა.