გიორგი ვაშაძე - მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით ხელისუფლების გადაწყვეტილება ნამდვილად გონივრულია
ნამდვილად გონივრულია ხელისუფლების გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.
იგი გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის შეთავაზებას, რომ მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იყოს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში.
„ამით პირველ რიგში გადავარჩენთ ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და მეორე ამ ნაბიჯით ავარიდებთ ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, ეს საერთო სახალხო ბრძოლის საქმეა, რომლის შედეგები ჩვენს მონდომებაზე და აქტივობაზეა დამოკიდებული და მჯერა ეს აუცილებლად დასრულდება საქართველოს და ქართველი ხალხის გამარჯვებით!“ – წერს გიორგი ვაშაძე.