გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ევროპელი მედიატორების პოზიციას მოლაპარაკებების პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება
იმპერატიულად ვერაფერს მივიღებთ, მაგრამ რა თქმა უნდა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება მათ საბოლოო პოზიციას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძემ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, „მოლაპარაკებების პროცესში რამდენად იქნება გადამწყვეტი ევროპელი მედიატორების პოზიცია“.
„ახლა, თავს ხომ არ მოვიტყუებთ, მთელი მსოფლიო არის ჩართული ქართული შიდაპოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტაში. ჩვენთან კი არა, რეგიონში არ არსებობს პრეცედენტი, რომ ასეთი რამ მომხდარიყო და ახლა ჩვენ ის ვთქვათ, რომ არა, ბატონო, თქვენ რასაც ფიქრობთ, თქვენც გაგიჟდით და რაღაც… რომელი მხარეც ამას იტყვის, ის იქნება დაზიანებული ამ პროცესში. პირდაპირ გეტყვით – მე არ ვაპირებ, თუნდაც ჩემი პოლიტიკური გუნდის და ჩემი მხარდამჭერების ურთიერთობა გავაფუჭო ევროპასთან და ამერიკასთან“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.