გიორგი ვაშაძე - მე ვარ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება იცავს ყველა პირობას და შეთანხმებას
გიორგი ვაშაძე - მე ვარ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება იცავს ყველა პირობას და შეთანხმებას

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ისნის რაიონში თუ ერთიან ოპოზიციური კანდიდატს დაუყენებენ კონკურენტად, მას აუცილებლად დაამარცხებს.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ის მაჟორიტარულ ოლქში ასევე დაამარცხეს „ქართული ოცნების“ კანდიდატსაც.

„მე ვარ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება იცავს ყველა პირობას და შეთანხმებას, რაც კი ოდესმე გაგვიკეთებია, იგივე მოლოდინი მაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. მათ უნდა გადაწყვიტონ, იცავენ შეთანხმებას, თუ არა. ისინი თუ დაარღვევენ ამ შეთანხმებას, ეს ძალიან ცუდი იქნება, მაგრამ თუ დამიყენებენ ისანში მაჟორიტარ კანდიდატს, მე დავამარცხებ მათ მიერ დაყენებულ კანდიდატს და შემდეგ აუცილებლად დავამარცხებ „ქართული ოცნების“ კანდიდატსაც, რომელიც არის ჩვენი მთავარი სამიზნე“, – განაცხადა ვაშაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა დღეს განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძემ, მისმა გუნდა ოპოზიციის ერთობა დაარღვიეს იმის გამო, რომ პრემიერობის კანდიდატად მისი დასახელება სავალდებულო ყოფილიყო.