გიორგი ვაშაძე - მე რომ გავხდები პრემიერი, ყველას ექნება აღმშენებლობის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა, მიხეილ სააკაშვილსაც ექნება შესაძლებლობა, ჩამოვიდეს
გიორგი ვაშაძე - მე რომ გავხდები პრემიერი, ყველას ექნება აღმშენებლობის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა, მიხეილ სააკაშვილსაც ექნება შესაძლებლობა, ჩამოვიდეს

მე რომ გავხდები ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ყველას ექნება აღმშენებლობის პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში ჩამოსვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

„რაც შეეხება, ვინ ჩამოვა და ვინ წავა, ეს თვითონ მათ გადაწყვიტონ სუყველამ, ეს ჩვენი საკითხი არ არის. მე რომ გავხდები ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და დავიწყებთ სიღარიბის დამარცხებას, მათ შორის, ყველას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს აღმშენებლობის პროცესში მონაწილეობა. მასაც ექნება შესაძლებლობა, რომ ჩამოვიდეს, თუ მას სურვილი ექნება. არავის პრობლემას არ შევუქმნით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა 27 აგვისტოს განაცხადა, რომ ბრუნდება.