გიორგი ვაშაძე - მართლმსაჯულების გასაღებს აუცილებლად მივცემთ ქართველ ხალხს და სასამართლო სისტემას კლანისგან გავათავისუფლებთ
მართლმსაჯულების გასაღებს აუცილებლად მივცემთ ქართველ ხალხს და სასამართლო სისტემას კლანისგან გავათავისუფლებთ, – ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამისთვის სისტემურად მუშაობენ როგორც საქართველოს მოქალაქეებთან, სამოქალაქო სექტორთან, ასევე დასავლელ პარტნიორებთან.
„შარლ მიშელის დოკუმენტს სწორედ აღსრულების ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი აქვს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან სანქციების კომპონენტი, რომელზეც სულ უფრო და უფრო ინტენსიურად მიდის მსჯელობა, რაც არ უნდა ფარსი და ყალბი პროცესი შექმნან მოსამართლეების დანიშვნის. ვერც ეს მოსამართლეები იქნებიან უვადოდ მოსამართლეები, პირდაპირ და ღიას ვამბობ ამას და არც კლანს ჩავაბარებთ საბოლოო ჯამში მართლმსაჯულებას. გუშინ გვქონდა სამოქალაქო სექტორთან რამდენიმესაათიანი, ძალიან კარგი, სიღრმისეული მსჯელობა, ასევე გვქონდა დიპლომატიურ კორპუსთან, ვიქნებით თანმიმდევრული და გავათავისუფლებთ მართლმსაჯულებას კლანისგან, გადავცემთ გასაღებს საქართველოს მოქალაქეებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.