გიორგი ვაშაძე - ვაფრთხილებ „ქართულ ოცნებას“, თუ ჩაშლიან მოლაპარაკებებს, ჩვენ ვიქნებით ტოტალური წინააღმდეგობის მოძრაობის ავანგარდში
გიორგი ვაშაძე - ვაფრთხილებ „ქართულ ოცნებას“, თუ ჩაშლიან მოლაპარაკებებს, ჩვენ ვიქნებით ტოტალური წინააღმდეგობის მოძრაობის ავანგარდში

ყველა ერთხმად უსვამს ხაზს და მხარს უჭერს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, ჩვენი ევროპელი კოლეგებიც რიგგარეშე არჩევნებს მიიჩნევენ კრიზისიდან გამოსავლის ერთადერთ გზად. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია  „ქართულ ოცნებაზე“, რომელიც წელავს მოლაპარაკებებს, -ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები აუცილებლად უნდა შედგეს.

„ვაფრთხილებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით, თუ ისინი ჩაშლიან მოლაპარაკებებს, ჩვენ ვიქნებით ტოტალური წინააღმდეგობის მოძრაობის ავანგარდში, რომელსაც დავიწყებთ მთელი საქართველოს მაშტაბით. თუ მოლაპარაკებები არ შედგა მაქსიმუმ მარტის ბოლომდე, ჩვენ ვიქნებით ტოტალური წინააღმდეგობის მოძრაობის ავანგარდში, რაც რა თქმა უნდა კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში მოქმედებას ითვალისწინებს. მარტის ბოლომდე ვაძლევთ ვადას, ეს პროცესი დაუსრულებლად ვერ გაგრძელდება. მარტის ბოლომდე ან არის შეთანხება ან თუ არ არის შეთანხება, უნდა დავასრულოთ ეს ყველაფერი და წავიდეთ ტოტალური წინააღმდეგობის მოძრაობაში, ეს მოიცავს საპროტესტო აქციებს, მთელი საქართველოს მაშტაბით ხალხის გამოღვიძების პროცესს, მოიცავს ქუჩაშიც, ოფისებშიც სხვადასხვა აქტივობებს, საერთაშორისო ასპარეზზე აქტივობას, ბევრ არასტანდარტულ ქმედებას, რომელიც აქამდე საჯაროდ არ გვითქვამს. მე სრული წარმოდგენა მაქვს და კარგად ვიცი ეს როგორ უნდა გავაკეთოთ. „ქართული ოცნება“ ამ დროის გაწელვით უარს ამბობს მოლაპარაკებებზე. მე ვიყავი ერთ-ერთი რომელმაც თქვა, რომ დიახ, ჩვენ მზად ვართ კომპრომისული წინადადების სახლით განვიხილოთ პლებისციტი“, – განაცხადა ვაშაძემ.