გიორგი ვაშაძე - ლევან იოსელიანს ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება, არ შეიძლება, სახალხო დამცველი იყოს პოლიტიკოსი
ლევან იოსელიანს ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება. ჩვენ მხარს დავუჭერთ მათ, ვისაც წარმოადგენს სამოქალაქო სექტორი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სახალხო დამცველი პოლიტიკოსი არ უნდა იყოს.
„ჩვენ ორმაგი სტანდარტით კი არ ვართ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კანდიდატები არ გვჭირდება და ოპოზიციის პოლიტიკური კანდიდატები გვაწყობს. სახალხო დამცველი პოლიტიკური არ უნდა იყოს, მიუკერძოებელი უნდა იყოს. ამიტომ ჩვენ მხარს დავუჭერთ სახალხო დამცველის თანამდებობაზე სამოქალაქო სექტორის მიერ წარმოდგენილ კანდიდატებს. იმავე სცენარის გამეორებაა, ჯერ იაგო იყო, ახლა ლევანია, მერე შეიძლება კიდევ სხვა იყოს. სახალხო დამცველი არ შეიძლება, იყოს პოლიტიკოსი. პოლიტიკისგან დაშორებული ადამიანი უნდა იყოს, ორჯერ ორი ოთხია. იმედი მაქვს, ეს ხუმრობა იყო და არა სერიოზული განაცხადი“, – განაცხადა ვაშაძემ.
პარტია „მოქალაქეების“ სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება.