გიორგი ვაშაძე - კარგია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც იქნა, პარლამენტში შემოდის, მიხარია, რადგან კონკურენცია ფართომასშტაბიანი იქნება
გიორგი ვაშაძე - კარგია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც იქნა, პარლამენტში შემოდის, მიხარია, რადგან კონკურენცია ფართომასშტაბიანი იქნება

კარგია, რომ როგორც იქნა, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოდის და იმ საჭირბოროტო საკითხების მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც ხალხს აინტერესებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს რომ არ აწერენ, მცდარი დამოკიდებულებაა.

„დანარჩენს საზოგადოება ნახავს, ვის რა როლი ექნება. შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს რომ არ აწერენ, ეს მცდარია. შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი დავარქვით ჩვენს ფრაქციას და ეს არის გზამკვლევი ევროინტეგრაციის მიმართულებით. არ ვიცი, ხელი რატომ არ მოაწერეს, მაგრამ მცდარია. ყოველთვის კონკურენციის მომხრე ვარ, მიხარია, რომ ფართომასშტაბიანი იქნება ეს კონკურენცია, „სტრატეგია აღმაშენებლის“ განსხვავებულ ხელწერას უკვე ხედავთ. არ ვსაუბრობთ ელისტისტურ საკითხებზე, ხალხის ხმა ვიქნებით ჩვენ და ამაში კონკურენციას ვერავინ გაგვიწევს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.