გრიგოლ ვაშაძე - კარგი იქნებოდა რეგიონებში ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება, მაგრამ რას იზამ, ცხოვრებას თავისი რეალობები მოაქვს
გრიგოლ ვაშაძე - კარგი იქნებოდა რეგიონებში ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება, მაგრამ რას იზამ, ცხოვრებას თავისი რეალობები მოაქვს

კარგი იქნებოდა რეგიონებში ერთიან კანდიდატებზე შეთანხმება, მაგრამ რას იზამ, ცხოვრება არის და ცხოვრებას თავისი რეალობები მოაქვს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით ჯერ საბლოოდ შეჯერებული არ არის.

„გუშინ ვიმსჯელეთ, რამდენიმე ვაკანსია გვაქვს ჯერ კიდევ, ამიტომ არ შეიძლება ნაწილ-ნაწილ დასახელება, როგორც კი სამდივნო მთლიანად შეადგენს ამ სიას და პოლიტსაბჭო დაამტკიცებს, მაშინვე გავასაჯაროებთ. ჩვენ ველოდეთმ როდის იქნებოდა თბილისში შევსებული ორი ვაკანსია ერთიანი კანდიდატებით. დღეს უკვე 7 აგვისტოა და ისევ ველოდებით. ლოდინის რეჟიმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვერ იქნება. კარგი იქნებოდა ერთიანი კანდიდატები რეგიონებში, მაგრამ რას იზამ, ცხოვრება არის და ცხოვრებას თავისი რეალობები მოაქვს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ საუბარია, ვაწარმოოთ ისეთ კამპანია, რომ საქართველოს კორუმპირებული, მავნებლური, დამაზიანებელი და პრო რუსული მთავრობა მოვაშოროთ“, – განაცხადა ვაშაძემ.