გიორგი ვაშაძე - კარგად წაიკითხეთ, ვიტალი შკლიაროვის განცხადება ნამდვილად ჩვენი განწყობაა
ჭრა-კერვას ძალიან გთხოვთ შეეშვით და ბრჭყალებს ნუ მოხსნით ხოლმე, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, – ასე შეაფასა გრიგოლ ვაშაძის რუსი პიარტექნოლოგის, ვიტალი შკლიაროვი სტატია მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ.
მისივე თქმით, შკლიაროვი დემოკრატიულ პროცესებზე საუბრობს. ვაშაძის თქმით, რუსი პიარტექნოლოგის განცხადება მათ განწყობას ასახავს.
„ისე როგორც მან დაწერა, რაც არ უნდა სპეკულაცია მოახდინოს გარკვეულმა მედიასაშუალებებმა, თუ ჩვენმა ოპონენტებმა, ის საუბრობს დემოკრატიულ პროცესებზე. ძალიან გთხოვთ, კარგად წაიკითხეთ. ძალიან გთხოვთ, კარგად შეაფასეთ. ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯია. ეს ნამდვილად ჩვენი განწყობაა. დაიწყება პროცესი, სადაც ყველა ადამიანი იპოვის საკუთარ ადგილს. გავერთიანდებით და ქვეყანას დავაყენებთ ფეხზე. აი, ეს არის ის შინაარსი, რაც ამ განცხადებაში არის. ჭრა კერვას ძალიან გთხოვთ შეეშვით და ბრჭყალებს ნუ მოხსნით ხოლმე, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის რუსმა პიარტექნოლოგმა, ვიტალი შკლიაროვმა რადიოსადგურ „ეხო მასკვის“ ვებგვერდზე სტატია გამოაქვეყნა – „სამი დასკვნა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებიდან“. შკლიაროვი აღნიშნავს: „არის შანსი, რომ დეკემბერში საქართველოში შეიძლება, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს. არის შანსი, რომ მოხდება არა მორიგი „ვარდების რევოლუცია“ ან ხელისუფლების ცვლილება, არამედ ცვლილებების მშვიდობიანი და ნამდვილი დემოკრატიული „რევოლუცია“.