გიორგი ვაშაძე - ივანიშვილი ცდილობს, ვისაც აქვს განსხვავებული აზრი, ყველა ჩასვას ციხეში
ივანიშვილი ცდილობს, ვისაც აქვს განსხვავებული აზრი, ყველა ჩასვას ციხეში, – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრმა, გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„საქართველოში მყარდება ტოტალური კონტროლი, ანუ ივანიშვილი ცდილობს, ყველა, ვისაც აქვს განსხვავებული აზრი, ვინც აქტიურია, ვისაც აქვს გარკვეული გავლენა საზოგადოებრივ აზრზე, ჩასვას ციხეში.
ნიკა გვარამიასთან მიმართებაში რამდენიმე კომპონენტია, ის იყო ამდენი ხნის განმავლობაში გარანტი დამოუკიდებელი მედია სარედაქციო პოლიტიკის, იყო ძალიან დიდი ოპონენტი ივანიშვილის და მიუხედავად „რუსთავი 2“-დან გაშვებისა, აქვს მცდელობა, შექმნას დამოუკიდებელი რესურსი და საშუალება. აქედან გამომდინარეობას ყველაფერი, რაც ხდება. მე ერთი რამ მინდა ვთქვა, წელიწადზე ცოტა მეტი დარჩა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში აუცილებლად დასრულდება ეს ყველაფერი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.