გიორგი ვაშაძე - ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ოპოზიცია ჩავიდეთ ბუჩაში, საქართველოს სათქმელი სიტყვა ჩვენ ვთქვათ
ოპოზიცია აქტიური ვართ პროცესში, კოლეგებსაც დაველაპარაკები და ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენ ჩავიდეთ ბუჩაში, საქართველოს სათქმელი სიტყვა ჩვენ ვთქვათ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძეს ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მიერ ბუჩაში მიწვევაზე შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით იმის შესახებ, რომ „საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნის, დიპლომატიური დემარშების, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულების განუმარტებლობის ფონზე, უკრაინაში ოფიციალური მიწვევა არასათანადოდ ჩანს“.
„ძალიან ვწუხვარ. როდესაც წავიკითხე ეს ინფორმაცია, სირცხვილისგან სად წავსულიყავი, არ ვიცოდი. მრცხვენია მართლა, რომ ის წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას. ვფიქრობ, რომ ჩვენ ოპოზიცია აქტიური ვართ ამ პროცესში, კოლეგებსაც დაველაპარაკები და ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენ ჩავიდეთ ბუჩაში და აუცილებლად ქართული სიტყვა, საქართველოს სათქმელი სიტყვა ჩვენ ვთქვათ, რასაც არ აკეთებს ხელისუფლება. მთავარი არის ის, რომ სწორედ ეს მიუთითებს მათ რეალურ სახეზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.