გიორგი ვაშაძე - ის, რაც ხდება „ევროპულ საქართველოში“, არის მათი შიდაპარტიული საქმე, დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილებებს მიიღებენ
ის, რაც ხდება „ევროპულ საქართველოში“, არის მათი შიდაპარტიული საქმე, დარწმუნებული ვარ, რომ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ოპოზიციური ფლანგის გასამაგრებლად ყველა პროდასავლურ ძალას გულშემატკივრობს.
„რაც შეგვეხება ჩვენ, ყველა სხვა პარტიისგან განსხვავებით „სტრატეგია აღმაშენებელი“ პირიქით, ფართოვდება, მეტი ადამიანი გვიერთდება და არანაირი შიდატურბულენციები არ გვაქვს, რადგან სისტემურად სტრატეგიულად ვმუშაობთ და ხალხზე ორიენტირებული ვართ და ამით განვსხვავდებით სხვა პოლ ძალებისგან. ვისთან ვითანამშრომლებთ? აი ეს ტურბულენციები დამთავრდება ყველა პოლიტიკურ ძალაში და საბოლოო სახეს მიიღებს, ამის შემდგომ უკვე გადაწყვეტილებასაც მივიღებთ“, – განაცხადა ვაშაძემ.