გიორგი ვაშაძე - იქ, სადაც საჭიროა ბრძოლა, მათ შორის ფიზიკურად, „სტრატეგია აღმაშენებელი“ იქნება წინა ხაზზე
იქ, სადაც საჭიროა ბრძოლა, სამწუხაროდ, მათ შორის ფიზიკურად, „სტრატეგია აღმაშენებელი“ იქნება წინა ხაზზე, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ახლა მთავარი საკითხია რეფორმების შესრულება.
„ეს არის თემატური ბოიკოტი. არცერთი საკითხი არ გვაინტერესებს, რომელიც 12 რეკომენდაციას არ ეხება. ახლა მთავარი საკითხია რეფორმების შესრულება. იქ, სადაც არის საბრძოლი, სამწუხაროდ, მათ შორის ფიზიკურად, „სტრატეგია აღმაშენებელი“ იქნება წინა ხაზზე. სადაც საჭიროდ ჩავთვლით, რომ არსებითი განიხილება, ვიქნებით; სადაც ანტურაჟის შექმნა იქნება, რათა „ქართულმა ოცნებამ“ თქვას, რაღაც ხდება ამ პარლამენტში, არ ვიქნებით“, – განაცხადა ვაშაძემ.